ყაზახეთის შრომის კოდექსში სამუშაო საათებთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის ივლისიდან ყაზახეთი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ამის შესახებ ყაზახური მედია იტყობინება.
შრომის კოდექსში მიღებული ცვლილებები ძალაში 1-ელი ივლისიდან შედის.
„ცნობილია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში თორმეტ საათს. დამსაქმებელს დასაქმებულთან ერთად შეუძლია გადაწყვიტოს ყველა სხვა პუნქტი ხელშეკრულების საფუძველზე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.