თევდორე მღვდლის ქუჩაზე ზარალს ითვლიან

დიდუბეში მომხდარი აფეთქების შემდეგ ზარალს ითვლიან. მომხდარის სავარაუდო მიზეზი ისევ ბუნებრივი აირია.

აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართული. ამ დროისთვის შენობა სრულად ევაკუირებულია.

ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დაზარალებული ოჯახები გამგეობამ სასტუმროებში უკვე გაიყვანა.

შეგახსენებთ, წუხელ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ერთი დაშავებული მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის.