უცხოური მედია კიმ კარდაშიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე 43 წლის რეპერი, პროდიუსერი და დიზაინერი ქანიე უესტი უკვე რამდენიმე კვირაა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში არიან. შემსრულებლის საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ წყვილი საჯარო დაპირისპირების დროს უკვე რამდენჯერმე შენიშნეს, ატირებული კიმის დანახვისას კი პაპარაცები ვარაუდობნენ, რომ მათ შორის ურთიერთობა იმაზე რთულად იყო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ზოგიერთი ტაბლოიდი წერდა, რომ წყვილი განქორწინებას აპირებდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ამჯერად ირკვევა, რომ კიმი და ქანიე საჯარო სკანდალამდეც არ იყვნენ ერთად, როგორც იტყობინებიან, ისინი უკვე ერთი წელია სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ.
წყვულის საცხოვრებელი ადგილის შესახებ უახლესი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კიმი გასულ დღეს პირველად შენიშნეს, ტაბლოიდები იუწყებიან, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მასზე ნერვიულობამ ცუდად იმოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად კიმს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გთავაზობთ ვარსკვლავის ექსკლუზიურ პაპარაცულ ფოტოებს!!!
წყარო: okmagazine.ge