მოსაზრება: „სავაქცინო რბოლა“ ― დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ მუხლებზე დააჩოქა მსოფლიო ეკონომიკა, დაახლოებით ერთ თვეში პოლიტიკურ და მედიასამყაროში საერთაშორისო შეჯიბრების ახალი „ჟანრი“ გაჩნდა, რომელსაც ირონიულად „სავაქცინო რბოლა“ შეიძლება ეწოდოს.

 

ივან დანილოვი

იმ ხილული ფსიქოლოგიური ტრავმის გათვალისწინებით, რომელიც კორონავირუსმა ორჯერ მიაყენა კოლექტიურ დასავლეთს, ამ რბოლაში გამარჯვების საკითხი უბრალოდ პოლიტიკურად კი არა, პოლიტიკურად პრინციპული გახდა დასავლური საზოგადოების  საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ადამიანისთვის, რომელიც ევროპული ჰუმანიზმის საუკეთესო ტრადიციებზეა აღზრდილი, საკმაოდ რთულია გაიგოს, რატომაა შეპყრობილი თანამედროვე დასავლეთი „ვაქცინებზე რბოლით“.  თუმცა ამის ახსნა თანამედროვე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავარი ინდუსტრიების თვალსაზრისით შეიძლება ვცადოთ, ანუ პოლიტიკური და კომერციული პიარის თვალსაზრისით.

პიარ-სივრცეში თანამედროვე დასავლეთმა და ასევე აშშ-მა და ბრიტანეთმა რამდენიმე სერიოზული „კორონავირუსული ტრავმა“ მიიღეს. ჯერ ერთი, გაირკვა, რომ შორეული ჩინეთი ეპიდემიას უკეთ გაუმკლავდა, პრობლემა უფრო ადრე გააცნობიერა და ეფექტურად შემოსაზღვრა ეკონომიკური ზარალი. ამ ფონზე აშშ და ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, საკუთარი პატრიოტების თვალშიც კი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებიან.

შემდეგი დარტყმა კოლექტიური დასავლეთის თვითშეფასებას რუსთმა მიაყენა კორონავირუსისგან სიკვდილიანობის „შეურაცხმყოფლად დაბალი“ დონითა და მასობრივი ტესტირების აწყობით.

და ამ ფონზე კოლექტიური დასავლეთისთვის პირველობის საკითხი ვაქცინის წარმოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება იმიჯის თვალსაზრისით, ვინაიდან საჭიროა გამოჩნდეს, რომ, მაგალითად, აშშ კვლავაც ნომერი პირველია მსოფლიოში.

ამის პარალელურად კი, ამერიკული პრესის კითხვისას ჩნდება უცნაური შეგრძნება: პარტიული კუთვნილებისა თუ გამოცემების მფლობელთა მხრიდან დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე, კონკრეტული რედაქციები ქომაგობენ ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ ან ინდურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებს იმ მიზნით, რომ „ვაქცინისთვის რბოლაში“ გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი რომელიმე „სწორი“ ქვეყნის სტრუქტურას ერგოს, მაგრამ „ტრამპის წყეულმა რეჟიმმა“ ამისგან პოლიტიკური ბონუზები ვერ დაიწეროს.

ასეთი კონფლიქტი მაკროდონეზეც არსებობს: იმის მაგივრად, რომ ნატოელ და  G7-ელ პარტნიორებთან ძალისხმევის კოორდინაცია მოახდინოს, ოფიციალური ვაშინგტონი (ყოველ შემთხვევაში, ზოგი გერმანული მედიასაშუალების შეფასებით) ცდილობდა, გერმანიისთვის პერსპექტიული ბიოტექნოლოგიური კომპანია (რომელსაც მნიშვნელოვანი ანტიკორონავირუსული აღმოჩენები ჰქონდა)  „აეხია“ და აშშ-ში გადაეყვანა.

ამ კონტექსტში ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ან ჩინეთი ახლოს არიან კორონავირუსზე მასობრივ ვაქცინასციასთან, დასავლურ საინფორმაციო ველში იმგვარ რეაქციას იწვევს, რომელი არა იმდენად ბანალურ ალერგიას შეიძლება შედარდეს, რამდენადაც ნამდვილ ანაფილაქტურ შოკს.

რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკელ სამედიცინო ჩინოვნიკებს ნამდვილად მხოლოდ პროფესიონალური მოსაზრებები ამოძრავებთ, მაგრამ ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული ეჭვები გარკვეულ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე. ამ რეაქციების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთავარი ამერიკელი ინფექციონისტის პოზიცია, რომელსაც  The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

„დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კონგრესის COVID-19-ის საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ სავარაუდოდ არ გამოიყენებს ჩინეთისა და რუსეტის მიერ შექმნილ ვაქცინებს. „იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და რუსეთი მართლაც ცდიან ვაქცინას მანამ, სანამ მას ვინმეს გაუკეთებენ“, ― თქვა მან. ―  ტესტირების ჩატარებამდე იმის მტკიცება, რომ ვაქცინა მზადაა გასავრცელებლად, უკეთეს შემთხვევაში პრობლემატურია“. დოქტორმა ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ ვაქცინას წლის ბოლოსთვის მიიღებს“.

სხვადასხვა ქვეყნების შესაძლო ვაქცინების შედარებითი ანალიზისას, რომელსაც

Bloomberg-ი აქვეყნებს, ფაუჩის ვაქცინის ამერიკული კომპანია Moderna-სგან მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.

მრავლისმეტყველია ის, რომ Bloomberg-ის ტრეკერში (ყოველ შემთხვევაში, ამ სტატიის წერისას) არ არის შესული რუსული ვაქცინები, რამაც დასავლელ მკითხველს შეიძლება უკუღმა შთაბეჭდილებები შეუქმნას რუსეთის შესაძლებლობებზე და გაჩნდეს ილუზია იმისა, რომ „რუსული ვაქცინა არსაიდან გაჩნდა“.

უკვე ახლავე შეიძლება ვივარაუდოთ, რანაირად გაგრძელდება „სავაქცინო რბოლა“:  რუსულს ან ჩინურს დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ სახიფატოდ და ამას შესაბამის საინფორმაციო ფეიკ-ნიუსებს მოაყოლებენ. ამის პარალელურად, დასავლური აუდიტორიის სკეპრიკურად განწყობილი აუდიტორიის დასარწმუნებლად პოპულარიაციას გაუწევენ თეზისს იმის შესახებ, რომ ეს ვაქცინები ჩინელი, ირანელი თუ რუსი ჰაკერების მიერ მოპარულ მონაცემებზე დაყრდნობით არის დამზადებული. ხოლო ფინალში ცინიკურად დაადანაშაულებენ რუსეთსა და ჩინეთს „ვაქცინურ ნაციონალიზმსა“ და ეპიდემიასთან ბრძოლის რაღაც საერთაშორისო შეჯიბრებად გადაქცევის სურვილში. თუმცა პარალელურ რეჟიმში ისაუბრებენ დასავლეთში საკუთარი ვაქცინის შექმნის აუცილებლობაზე, რათა ესოდენ მნიშვნელოვან საკითხში პეკინზე ან მოსკოვზე დამოკიდებულები არ იყვნენ.

ასეთი მიდგომის პრობლემა ისაა, რომ ამ „კონტროლირებადი უკანდახევის“ თითოეულ ეტაპზე დასავლური მედიამანქანა ნდობას დაკარგავს თავისი აუდიტორიის სულ ახალ და ახალ სეგმენტებში.

ყველაფერი კი რუსულ და ჩინურ დეზინფორმაციასთან აუცილებელი ბრძოლის თაობაზე მორიგი კონფერენციებით დასრულდება.

მაგრამ აუდიტორიის ნდობის დაკარგვა იოლია, აღდგენა კი რთული. მით უმეტეს, რომ კორონავირუსმა მხოლოდ დააჩქარა საზოგადოებრივი ნდობის დეგრადაციის პროცესები, რაც ისედაც მიმდინარეობდა დასავლეთში. ხოლო რუსეთს, ჩინეთსა და სხვა „მორიგე დამნაშავეებს“, რომლებისკენ მინიშნებაც ძალიან უყვართ დასავლურ მედიასივრცეში, რეალურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ პრობლემასთან და დასავლელი პარტნიორები თვითონვე იქნებიან დამნაშავეები „ვაქცინურ ნაციონალიზმში“.

“სპუტნიკ-ჯორჯია”