თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის პროექტებს გაეცნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კოლეგებს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გააცნო. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან, პირთა ახალი ჯგუფი დაემატება. კერძოდ, წვევამდელი ან სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, სტატუსის გადამოწმების პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 3 თვის მანძილზე, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.