რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები მოლდოვის ამჟამინდელ ლიდერებთან, რომლებმაც ის რუმინეთს მიჰყიდეს.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
„ადგილობრივმა [მოლდაველმა] ბოსებმა ქვეყანა რუმინეთს მიჰყიდეს, უღალატეს რა საკუთარ სამშობლოს. აზრი არ აქვს მათთან მოლაპარაკებებს“, – აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, მოლდოვაში ამ დროისთვის არავინ აპირებს ვიზიტს.