ჩვენ 9 აპრილი, 9 აპრილის შემდგომ სამწუხაროდ, ბევრი ომი იმისთვის არ გამოვიარეთ და ამხელა მსხვერპლი იმის გამო არ გავიღეთ, რომ ერთი პატრონი მეორით შეგვეცვალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ 9 აპრილი, 9 აპრილის შემდგომ სამწუხაროდ, ბევრი ომი იმისთვის არ გამოვიარეთ და ამხელა მსხვერპლი იმის გამო არ გავიღეთ, რომ ერთი პატრონი მეორით შეგვეცვალა. არა! ჩვენ გვინდოდა და გვინდა სუვერენიტეტი, რომელსაც პირდაპირ ვთქვათ, არ აღიარებს აშშ-ის ელჩი. თუ აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის ელჩი იტყვის და ამაზე ვართ დამოკიდებული, მაშინ რად გვინდა საერთოდ ჩვენი კანონები! რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ყოველთვის იქნება მიუღებელი საქართველოს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა.