7 შვილის მამა შვილების საშველად წყალში გადაეშვა … ბავშვები გადარჩნენ, კაცი კი დაიღუპა – ტრაგედია დიდ ბრიტანეთში

ბერმუტში, კაცმა სამი ბავშვის გადარჩენა სცადა და თავად დაიღუპა. ამის შესახებ North Wales Live-ი წერს.

 

2 აგვისტოს ჯონათან სტივენსი, 7 შვილის მამა, სამ შვილთან ერთად სანაპიროზე ისვენებდა. მოულოდნელად ისინი ტალღამ ღია ზღვაში გაიტაცა. ბავშვები იხრჩობოდნენ. მამა მათ შველას შეეცადა და თავადაც დაიწყო ჩაძირვა.

ბრიტანელი და მისი შვილები სანაპირო დაცვის მაშველებმა ხმელეთზე გამოიყვანეს. ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ოთხივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სტივენსის გადარჩენა ვეღაც მოხერხდა.

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“პრაიმტაიმი”