რუსეთში, რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რუსეთში, ბრიანსკის რეგიონში რკინიგზის ლიანდაგზე მომხდარი აფეთქების შედეგად ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი თავის Telegram არხზე ავრცელებს.

„უნეჩსკის რაიონში, ბრიანკი-უნეჩსკის სარკინიგზო ხაზების 136 კილომეტრზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი. არავინ დაშავებულა“, – წერს ის.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.