ამერიკელი მეცნიერები რატერის უნივერსიტეტიდან იუწყებიან, რომ მალე დედამიწაზე უნიკალური ეკოსისტემა – მანგროს ტყეები – აღარ იარსებებს.
ამის მიზეზი სითბური გაზების გამოყოფის გამო ზღვის დონის მატებაა. ამი8ს შესახებ მომზადებულ სტატიას ჟურნალი Science-ი აქვეყნებს.
სპეციალისტებმა გაარკვიერს, რომ თუ ზღვის დონის მატება კვლავაც წელიწადში 6 მმ-ით გაგრძელდება, მანგროს ტყეები ახალ გარემოსთან ადაპტირებას ვერ მოასწრებენ. წინასწარი გათვლებით, მათ მხოლოდ წყლის დონის 6.2%-ით მატებას იგუებს.
არადამაიმედებელი სცენარის განვითარებას მეცნიერები დაახლოებით 30 წელიწადში ელოდებიან.
“პრაიმტაიმი”