მასშტაბურ კიბერთავდასხმას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე დეპუტატები აფასებენ.
ოპოზიცია თავდასხმის ორ ვერსიას განიხილავს.ერთი-ერთი ვერსიით, ეს გარედან მომხდარი შეტევაა, რაც ოპოზიციის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ქართული ინტერნეტსივრცე სრულიად დაუცველია და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოება საერთოდ არ ზრუნავს. მეორე ვერსიის მიხედვით კი, სუსის დაინტერესებაზე მიუთითებენ, რომლითაც საგამოძიებო უწყება ცდილობს აღნიშნული ქმედება ოპოზიციას გადააბრალოს.
საბოლოო ჯამში, ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ საქმის გამოძიების აუცილებლობაზე თანხმდება და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მკაცრი გამოხმაურებაა საჭირო.
ჰაკერებმა იერიში 2 ათასამდე ინტერნეტ-მისამართზე მიიტანეს. მათ შორის არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლოები, საკრებულოები, სხვადასხვა ქალაქის მერია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით აღძრა.