რუსეთში, ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, მიზეზი სარკინიგზო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქება გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ადგილზე სამაშველო და სამართალდამცველი ჯგუფები მუშაობენ.

მომხდარის გამო, სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.