ილინოისის შტატში მტვრის ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ილინოისის შტატს მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის გამო, გზატკეცილზე მასობრივი ავარია მოხდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ცუდი ხილვადობის გამო, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ათობით ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 30-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.