თურქეთში ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს.
კითხვაზე, ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 48.6%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს.
„ერდოღანი, როგორც ჩანს, მიუახლოვდა იმ შედეგს, რომლითაც მან 2018 წლის არჩევნები მოიგო“, – წერს გამოცემა.
რაც შეეხება ოთხივე მთავარი კანდიდატის შესახებ გამოკითხვას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
? რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 48.6%
? კილიჩდაროღლუ 44.1%
? ინჯე – 4.3%
? ოღანი – 3%