აქ გაკეთდა განცხადება საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სწავლებებში არ მონაწილეობის შესახებ, თითქოს ამ სწავლებებში მონაწილეობა არ არის თავდაცვის ძალებისთვის პრიორიტეტული და თითქოს, ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის სრული დეზინფორმაცია ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება.
„ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი. რეგიონში გაზრდილი საფრთხეების პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველომ არათუ შეინარჩუნა ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, რასაც ადასტურებს ნატო-ს მხრიდან პრაქტიკული წევრობის ინსტრუმენტების კიდევ უფრო გაფართოება და ამ გაფართოების ფარგლებში გადადგმული უპრეცედენტო მხარდაჭერის ნაბიჯები. ამას ადასტურებს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლება, რომელსაც მთლიანად ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. ამას ადასტურებს საქართველოში 2022 წელს ჩატარებული მრავლეროვნული სამხედრო სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“, სადაც არერთი ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობდა. სადაც ჩვენ პოლიგონებზე და ჩვენ საჰაერო სივრცეში იყო აქტიურად გამოყენებული ნატო-ს წევრი სახელწიფოების, პირველ ყოვლისა, აშშ-ის ტექნიკა. ჩვენ შარშან ვუმასპინძლეთ საერთაშორისო წვრთნების უპრეცენდენტო რაოდენობას. ეს იყო ექვსი საერთაშოსო წვთნა. წელს საქართველო მონაწილეობს ოც საერთაშორისო სწავლებაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული“, რომელიც საქართველში ჩატარდება აგვისტო-სექტემბერში, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები. ეს იქნება ქართულ-ამერიკული ხელმძღვანელობით ჩატარებული სამხედრო სწავლება. ძალიან ბევრი სწავლება, ასობით სწავლება ტარდება და შესაძლოა ყველა სწავლებაში არ იყოს შესაძლებელი, კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს დინამიკა არის მნიშვნელოვანი, აქტიურად გავაგრძელებთ როგორც საერთაშორისო სწავლებების მასპინძლობას, ასევე მონაწილეობას. პირელ ყოვლისა ეს ეხება ნატო-ს ეგიდით გამართულ სწავლებებს“, – განაცხადა ბერაიამ.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში იყოს უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა, პოლიტიკური თვალსაზრისით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ნატო-ს შტაბინაში, თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტი, მიმდინარე წლის 10-11 მაისს თავდაცვის ძალების მეთაური კიდევ ერთხელ სტუმრობს ნატო-ს შტაბბინას, სადაც ექნება შეხვედრები ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან. ჩვენ ველოდებით ალიანსის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში, რაც მოიცავს როგორც გენერალური მდივნის თანაშემწეების ვიზიტებს, ასევე ნოემბერში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის და სხდომის გამართვას საქართველოში. ასევე უნდა აღნიშნიშოს, უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობა და ამის ზრდის დინამიკა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან. რასაც ადასტურებს, ლოიდ ოსტინის განცხადება, საქართველოსთვის უფრო მეტ მრავალფეროვან ამერიკულ სამხედრო მხარდაჭერაზე, უფრო სწრაფი და მოქნილი ფორმებით წვდომაზე. გუშინ გვქონდა საინტერესო საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ თავდაცვის ძალების განვითარების 10 წლიანი იმპლემენტაცია, სადაც შევეხეთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ყველა მიმართულებას და სახეზეა შთამბეჭდავი პროგრესი. ის განცხადებები, რაც კეთდება და მიზნად ისახავს საპირისპიროს მტკიცებას, არის ანტისახელმწიფოებრივი. სწორედ მსგავსი განცხადებები და უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრისთვის. ასევე მტრისთვის საჩუქარია, უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“ – აღნიშნა ბერაიამ.