პალესტინურმა სამხედრო ჯგუფებმა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პალესტინელი მამაკაცის ისრაელის ციხეში დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 22 რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ისრაელმა 4-ის ჩამოგდება მოახერხა.
სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ სდეროტში 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში საჰაერო განგაშის სიგნალი ამ წუთებშიც ისმის.
შეგახსენებთ, პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრი ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.