დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლმა არაფერი იცის უყრაინის ომის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, ვატიკანის მისიის შესახებ

კრემლმა არაფერი იცის უყრაინის ომის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, ვატიკანის მისიის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე – „არის თუ არა რაიმე ცნობილი კრემლში ვატიკანის მისიის შესახებ“, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ არაფერია ცნობილი.

30 აპრილს, უნგრეთიდან დაბრუნების დროს, რომის პაპმა ფრანცისკემ თვითმფრინავში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვატიკანი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უყრაინას შორის, თუმცა დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის.