სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, “სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და საზღვაო სააგენტოსთან ერთად კონტაქტზე რჩება გაბონში გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. მიმდინარეობს გამოძიება.”
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს 3 მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა