ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:
„ეს ევროპაა…
ეს პარიზია…
მოლოტოვის კოქტეილებით დამწვარი ფრანგი პოლიციელები…
მოლოტოვის კოქტეილების მსროლელი საფრანგეთის მოქალაქეები…
ეს ევროპაა, რომელიც წვავს, ანგრევს, ათახსირებს თავის სამშობლოს…
ესაა ის ევროპა, რომელიც კუბილიუსის ამყრალებული პირით გვეუბნება, რომ მათი წესებით უნდა ვითამაშოთ…
დიახ, აი, ეს არის ის “თამაშები”, რომელიც ჩვენთან გატესტეს და 5 ქართველი პოლიციელი კინაღამ იმსხვერპლეს… დიახ, აი, ეს არის კუბილიუსის “თამაშები”!
საინტერესოა, რეკომენდაციებში როგორი სიტყვათაწყობით გვიბიძგებენ ტერორიზმისკენ?!
ამ ტერორისტულ აქციებში ძირითადად ახალგაზრდები არიან საზარბაზნე ხორცად გამოყენებული… ისევე როგორც აქ, თბილისში, 7-8 მარტის აქციებში…
ასე რომ, ევროპამაც და საქართველოს შიდა და გარე მტრებმაც, სახელმძღვანელოდ აიღეთ 30 აპრილის გრანდიოზული აქცია… უყურეთ და ისწავლეთ გონიერება, კულტურა, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული…
ისწავლეთ ახალგაზრდების გაფრთხილება და პატივისცემა. ნუ ჩაუნერგავთ, რომ თქვენგან წახალისებულ დანაშაულზე პასუხს არ აგებენ.
ყველაფერს კი სჯობს, რომ ჩვენსავით იხაროთ მათი მსოფლიოს, ევროპის, , უმაღლესი ლიგების ჩემპიონობით, მსოფლიო კონკურსებისა და სამეცნიერო მწვერვალების დაპყრობით… უბრალოდ, იხაროთ!!!… ჩვენსავით!….. 30-ში უამრავი ახალგაზრდა იყო მოსული. სიტყვითაც გამოვიდნენ… კიდევ კარგი, რომ კვირა იყო და სწავლას, ვარჯიშებს, რეპეტიციებს არ მოწყდნენ… დრო არ დაკარგეს ჩვენი შეცდომების გამოსწორებისთვის….“