მგონი, არავინ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, ამას პარტიაშიც ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიმეორებ – „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ბაზა მიხეილ სააკაშვილზე დგას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რამდენად იქნება შესაძლებლობა, ამაზე დააშენონ, ეს მომავლის საკითხია“.
„მიხეილ სააკაშვილი არის მესამე პრეზიდენტი, ვინც შეინარჩუნა ამომრჩევლის გული, რომელიც სტაბილურია. დღემდე შიშის ფაქტორი არ მოიხსნა, რაც სამწუხაროა. არ ვამბობ, რომ ვინმეს ანა წითლიძის ან ლევან ხაბეიშვილის ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში არის დამოკიდებულება რეპრესიულ მექანიზმებზე, რაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ გადალახა“, – განაცხადა დეკანოიძემ.