ხათუნა სამნიძე – ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია

ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, დადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს, ვინ ქმნის, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პოლიტიკურ წრეებში და ამაში ახალი არაფერია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამნიძის თქმით, როგორც წესი, არჩევნების წინ ახალი პარტიები იქმნება.

„საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ საუბარია, რომ ახალ გუნდს შექმნის. ვის მოიაზრებს გუნდში, არ ვიცი. საუბარია სხვა ცენტრების შექმნაზეც, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, – განაცხადა სამნიძემ.