მორგენთაუს გეგმა შემუშვებული იყო აშშ–ს მთავრობის მიერ 1944 წელს. აღნიშნული გეგმა პირველად შემოთავაზებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის – ჰენრი მორგენთაუ უმცროსის მემორანდუმში, სახელწოდებით დანებების “შემდგომი პროგრამა გერმანიისთვის“.
ეს გეგმა ითვალისწინებდა გერმანიის მთლიან დეინდუსტრიალიზაციას და მის გადაქცევას “ველებისა და საძოვრების ქვეყანად”. ამ გეგმის შეთანხმება წარმოებდა დიდ ბრიტანეთთან კვებეკის 1944 წლის კონფერენციაზე. გეგმის ზოგიერთი დეტალი საჯარო გახადა უინსტონ ჩერჩილმა – მისი სიტყვით აშშ და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ გერმანიის ორ დამოუკიდებელ ავტონომიურ სახელმწიფოდ დაყოფაზე.
გეგმის შემდეგი ნაწილი ითვალისწინებდა რურის ოლქში ყველა სამრეწველო საწარმოს ამოძირკვას, შემდგომში შეუძლებელი რომ ყოფილიყო რურისა და რეინის ინდუსტრიული ცენტრების აღდგენა. ქვანახშირის მაღაროების მთელი მოწყობილობა მოეხსნათ და მაღაროები დაეხურათ. ამ გეგმას წინ აღუდგა საბჭოთა კავშირი საკუთარი ინტერესებით და პროგრამით.
მორგენთაუს გეგმის პუნქტები:
1) დეცენტრალიზაცია საბანკო სისტემის – შექმნა 11 საბანკო რაიონის საკუთარი ცენტრალური ბანკიდან და აკრძალვა მათი ურთიერთთანამშრომლობის;
2) დაშლა–დანაწევრება ერთიანი საწარმოო სისტემის;
3) დემონტაჟი სამრეწველო საწარმოების;
4) აკრძალვა საგარეო ვაჭრობის;
5) იმპორტის შეზღუდვა, აკრძალვა საზღვაო საქმიანობის, აკრძალვა აზოტისა და მინერალური სასუქების წარმოების, დემონტაჟი და განადგურება 13 ქიმიური საწარმოსი;
6) გაკაფვა გერმანიის ტყეების (ეს არ განხორციელებულა მშრომელი ძალების დასუსტების და მოკავშირე ჯარების პროტესტის გამო);
7) მკაცრი ფისკალური პოლიტიკა.
იალტის კონფერენციაზე განსახილველად წარსდგენილი იყო ჩერჩილის გეგმა, რუზველტის და მორგენთაუს გეგმები. არჩევანი არცერთზე არ გაკეთდა.
“ინტერმედია”