ნიკა მელია იქნებოდა, ხაბეიშვილი თუ ადრე გრიგოლ ვაშაძე, მათი პოლიტიკური წონა დამოკიდებული იყო იმ დრონდელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც იყო გაიგივებულია მიხეილ სააკაშვილთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, რომ „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია“.
„ფრაგმენტაციის შემდეგ, დამოუკიდებლად ამ ადამიანების პოლიტიკური წონა და რეიტინგი რამდენად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას, გარდა აჟიოტაჟისა, რაიმე მნიშვნელივანი ინტელექტუალური ან ელექტორალური ცვლილება მოჰყვეს, ამაში დადებით პროგნოზს ვერ ვხედავ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.