კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, კიევი საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისგან მალავს.
ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უყრაინელები კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის დამალვის ერთ-ერთ მიზეზად გასულ თვეს, მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების თანამშრომლის, ჯეკ ტეიშეირის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ასახელებს.
POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა უყრაინის ომის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას უყრაინის ჯარების პოზიციებისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგების შესახებ.
უყრაინელმა დეპუტატმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობის დაცვით ესაუბრა, აღნიშნა, რომ „ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის კონტრშეტევის გეგმა“.