მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკი 13 მაისს ბერლინში ჩავა

უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი 13 მაისს ბერლინში ჩავა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, უყრაინის ლიდერი გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით ჩავა. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალური შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი.

მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, უკრაინაში დაბრუნებამდე, ზელენსკი ვერტმფრენით ჩავა გერმანიის ქალაქ აახენში, სადაც მას შარლემანის საერთაშორისო პრიზს გადასცემენ.