ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უყრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა. ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა.
ევროკავშირის ზომები მოიცავს დაზარალებული ქვეყნების ფერმერების მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ფინანსურ პაკეტს. ასევე, უყრაინიდან ხორბლის, რაფსის, მზესუმზირისა და სიმინდის იმპორტის აკრძალვას.
ევროკომისია ასევე განახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს სხვა საქონელზე და საბაზრო მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში, აამოქმედებს დამცავ მექანიზმებსაც. გარდა ამისა, მიიღებს ზომებს უყრაინიდან საქონლის ტრანზიტის გასაუმჯობესებლად.
ბულგარეთმა 19 აპრილს ორი თვით აკრძალა უყრაინიდან 20-ზე მეტი პროდუქტის იმპორტი, მათ შორის ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, კვერცხის და სხვა. ხუთი ქვეყნის მხრიდან უყრაინული პროდუქტების იმპორტირებაზე შეზღუდვების დაწესების მიზეზი პროდუქტების შემოდინების გამო ადგილობრივი ბაზრის დაცვაა.