ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმირის ნახვა. იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ომში სასწორზე უფრო მეტი რამე დევს, ვიდრე ერთი ქვეყნის ბედი.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ აგრესიული ომები, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამიანის აზროვნებაში. თუ გადავხედავთ ნებისმიერ აგრესიულ ომს, ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო – ომის ჩამდენს არ სჯეროდა, რომ მათ მოუწევდათ პასუხისგება იმის გამო, რაც გააკეთეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.