რიონში ახალგაზრდა გოგონას ეძებენ

გამვლელებმა დაინახეს გოგონა, რომელიც ფოთში რიონის ხიდის მოაჯირზე იჯდა, შემდეგ კი უცბად გაუჩინარდა.

ფოთში მდინარე რიონში დაკარგულ გოგონას ეძებენ, იუწყება პირველი არხი

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 20 წლის გოგონა ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და სავარაუდოდ, წყალში გადახტა.

გოგონას ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. მიმდინარეობს დაკარგულის ძებნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.

“სპუტნიკი”