თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნორვეგიელი და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტები გაიმართება

Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორები და სტუდენტები სტუმრობენ.

პროფესორები ლეაფ არნე პედერსენი – ოსლოს ფილარმონიის სოლისტი (კლარნეტი) და ომას ნილსონი, მიმართულების ხელმძღვანელი (დასარტყამი საკრავები) უკვე მართავენ მასტერკლასებს.

მასტერკლასების პარალელურად, დაგეგმილია 2 კონცერტის ჩატარება კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

· 4 მაისი, 19:00 საათი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი – ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი საკრავების მიმართულების სტუდენტთა სასულე ანსამბლის კონცერტი.

· 5 მაისი, 18:00 საათი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი და დასარტყამი მიმართულების სტუდენტთა და სასულე ანსამბლის ერთობლივი კონცერტი.