თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვენ.
ბაჩალიაშვილის მშობლები ითხოვენ ამერიკის ელჩი მათი შვილის გარდაცვალების დეტალებით დაინტერესდეს და საქმის გამოძიება ამერიკის ფედერალურმა ბიურომ განაგრძოს.
შეკრებილებს ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
“იმედინიუსი”