ბუსა ჟვანიას უკვე წარუდგინეს ოფიციალური ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბუსა ჟვანიას უკვე წარუდგინეს ოფიციალური ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი საქართველოს ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურა იუწყება, ბრალდება აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 აგვისტოს, გამთენიისას, კონფლიქტის დროს ლევან თოფაძეს მისავე საკუთარ სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების წყალობით მოხერხდა. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

„გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბუსა ჟვანია 2 აგვისტოს დააკავეს, ბრალი მას მეორე დღეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარუდგინეს, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო ადრე ლევან თოფაძე და მისი მეგობარი ბუსა ჟვანია ორივე დაჭრილია და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სპუტნიკი”