რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან ანდრე ლუგავოი, სოციალურ სივრცეში პოსტს აქვეყნებს:
– საინტერესო თარიღია. 1783 წლის 4 აგვისტოს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში, რომლის მიხედვით სამეფო იმპერიის პროტექტორატის ქვეშ გადადიოდა.
ხელშეკრულებამ ფაქტიურად გადაარჩინა ქრისტიანული საქართველო თურქეთისგან. რუსული ჯარი როგორც განმანთავისუფებელი შევიდა საქართველოში, როგორც სასულიერო ასევე სხვა ფენის პირთა თხოვნით. გადავარჩინეთ ათეულ ათასობით, მეტი ასეულ ათასობით სიცოცხლე.
საქართველო დარჩა ტრადიციულ ისტორიულ-კულტურულ კერად. ქვეყანამ განვითარების საშუალება მიიღო, ანუ როგორც დღეს ამბობენ, ,,ინვესტირება,, მოხდა მეგობარი ქვეყნიდან, რომელმაც ის დაიცვა.
საქართველო ჩემთვის უცხო არაა. იქ 10 წელი ვიცხოვრე. სრულყოფილად ვიცოდი ქართული ენა. ვიცი და მიყვარს ქართული კულტურა და ტრადიციები.
როდესაც მეკითხებიან თუ სად წავიდოდი პირველ რიგში, თუ შეზღუდვას მომხსნიდნენ, ვპასუხობ: – თბილისში ! ძალიან მინდა მალე აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები.
იგივე ეხება სსრკ-ს სხვა ყოფილ რესპუბლიკებსაც. რუსები როგორც დამპყრობლები არსად მისულან !
საწყენია, როდესაც მეზობელ ქვეყნებს, რომელთა განვითარებისთვის გადახდილია რუსული ფული და რუსული სიცოცხლეები, უცბად ავიწყდებათ პოლიტიკური კონიუქტურები. მინდა მჯეროდეს, რომ აღნიშნული ჩაივლის, აღდგება ურთიერთობები. მეგობრობა აუცილებელია! თუმცა, დღეს – არა ჩვენს ხარჯზე !
ბექა კვიციანი