სამხედრო იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია Rheinmetall მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინისთვის წელიწადში 600-დან 700 ათასამდე ჭურვი აწარმოოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-სთან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც Rheinmetall-ის ქარხანაში ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი იმყოფებოდა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი უკრაინას წელიწადში მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა.