მალტის მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა და დათქმა, რომ დეკემბერში მხარს დაუჭერენ საქართველისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანჯელო ფარუჯასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე.
სასიამოვნო იყო, რომ მოვისმინეთ მალტის პოზიცია ევროკავშირის გაფართოებაზე. ისინი ამ პროცესს მხარს უჭერენ და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში მხარდამჭერი პოზიცია აქვთ. მალტის მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა და დათქმა, რომ დეკემბერში ისინი მხარს დაუჭერენ საქართველისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.