ტრამპი აცხადებს, რომ ბეირუთში, სავარაუდოდ, „საშინელი თავდასხმა“ განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა.

 

„ეს საშინელ თავდასხმას ჰგავს. შეერთებული შტატები ლიბანის დასახმარებლად მზადაა,“- აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რას ეფუძნებოდა აფეთქების შესახებ მისი შეფასება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის რამდენიმე ამერიკელ გენერალს შეხვდა.

„როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმა იყო. ეს გარკვეული სახის ბომბი იყო,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, ააფეთქების შედეგად დაიღუპა 78 და დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი. ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.

“აიპიენი”