აფეთქება ბეირუთში – აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს.
ბეირუთის გუბერნატორმა ინციდენტი ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვებს შეადარა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი გაწყდა ერთ-ერთი სახანძრო ბრიგადასთან. ლიბანში შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
ლიბანური წითელი ჯვრის საზოგადეობის ინფორმაციით, საავადმყოფოებში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან ათობით მოქალაქეა გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აფეთქების შედეგად დანგრეული სამი სართულიანი შენობის ნანგრევებში არაერთი ადამიანია მოყოლილი.
„როიტერის“ ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის სამედიცინო და უსაფრთხოების დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი.
#Beirut #Lebanon 💥💨 pic.twitter.com/pFXvDeKAgF
— Hemant Jain (@BestTweet___) August 4, 2020
“ალია”