რობერტ სტურუა: მივხვდი, როგორ ირჩევენ ქართველი ქალები ბელადებს – წარსულსაც და მომავალ ლიდერებს!

რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

 

ქალებს არ ეწყინოთ!

მე მივხვდი, როგორ ირჩევენ ქართველი ქალები ბელადებს – წარსულსაც და მომავალ ლიდერებს! ირჩევენ და კრუხებივით გიჟური კრიახით დარბიან, კვერცხს რომ დადებს ხოლმე ისე!
აი, დაკონსპექტებული ფანატიური სიყვარულის
17 მიზეზი( უხეში გამოთქმები და გინებები გამოტოვებული მაქვს!):
1. “რა საყვარელია!”
2. “ქმარმა მიმატოვა!
ან შეყვარებულმა.”
(დღეს – ბოიფრენდმა).
3. “მამიკოს ბლომად ფული მოჰქონდა.”
4. “მეზობელ თინას არ მოწონს.
დაქალი აგინებს.
დეიდა ცირაც!”
5. “სექსი უყვარს – იქნებ…რა იცი?..”
6. “ცოდოა!”
7. “სულელი ბიჭი…”
8. “ცოლი ცემა!
მოადგილეც!”
9. “ყველას ჯინაზე მიყვარს!”
10. “უცხო ენა იცის – ცუდად, მაგრამ უხდება!”
11. “ამერიკელებს უყვართ…პოლონელებს!”
12. “შაშანწინ ოდეშაში ვიშვენებდით!”
13. “მტრებს დადას უ….ვს( ბოდიში, რა)
14. “კრეტინების მიტინგებს ანადგურებს.”
15. “სწავლით თავს ნუ მოიკლავთო…”
16. “ეწევა, ჯიგარი”…
17. “რა გემრიელი ჭამა იცის…”
ერთი რამ კატეგორიულად არ მომწონს:
1. ემოციური ლაპარაკის დროს დუჟი ერევა, თოვლივით თეთრი!
და:
თ ქ ვ ე ნ ი ს ა ქ მ ე ა რ ა რ ი ს
მ ო მ წ ო ნ ს დ ა მ ო რ ჩ ა !
ა მ ი რ ა ნ ი ვ ი თ ღ მ ე რ თ ს
ე ბ რ ძ ო ლ ე ბ ა – აი მეთვრამეტე მიზეზი!

P.S.
შედგენილია ქართველი ქალების ჩემთან პაექრობის ტექსტების გამოყენებით!

Нет описания фото.

წყარო