ბრიტანეთმა უყრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები, სახელწოდებით „შტორმის ჩრდილი“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ტიპის იარაღის მიწოდება შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, რადგან ფრთოსან რაკეტა „შტორმის ჩრდილს“ სამიზნის განადგურება 250 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.
ამჟამად, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მოქმედების მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 80 კილომეტრია.