კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტი – ბაიდენებმა კორუმპირებული რუმინელი ოლიგარქისგან მილიონი დოლარი ჯიბეში ჩაიდეს მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანას ეთიკაზე ლექციებს უკითხავდა

ბაიდენებმა კორუმპირებული რუმინელი ოლიგარქისგან, გაბრიელ პოპოვიჩუსგან ერთი მილიონი დოლარი ჯიბეში ჩაიდეს, მაშინ როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანას ეთიკაზე ლექციებს უკითხავდა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ იორკ პოსტი.“ ინფორმაცია კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტმა გაასაჯაროვა.

კომიტეტის რესპუბლიკელმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომერმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსიარულე ბილბორდი იყო მისი ვაჟისა და ოჯახისთვის ფულის შესაგროვებლად. კომერმა, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, პირობა დადო, რომ კომისია სრულად შეისწავლის პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობას რუმინეთის შემოსავალსა და ბიზნესებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა.

„ჩვენ არასდროს გვინახავს, ​​რომ საპრეზიდენტო ოჯახმა მიიღო ასეთი რაოდენობის თანხები მეტოქეებისგან მთელ მსოფლიოში – ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რამდენიმე ქვეყანაზე. მსურს, გარკვევით ვთქვა: ეს კომიტეტი იძიებს პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ოჯახის ბუნდოვან ბიზნეს გარიგებებს, რომლებიც იღებენ სარგებელს ჯო ბაიდენის საჯარო თანამდებობიდან და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ამაში თავიდანვე იყო ჩართული. გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ჰანტერ ბაიდენი ისეთი ქარიზმატული იყო, რომ შეეძლო დაერწმუნებინა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მილიონობით დოლარი ჩაერიცხათ არა მხოლოდ მის, არამედ მისი ოჯახის რვა წევრის ანგარიშზე“, – თქვა ჯეიმს კომერმა.