“თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტები “შესაძლოა დასანქცირდეს” – აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

“თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტები, “შესაძლოა დასანქცირდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელის თქმითვე, “ახლა არ არის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს” – მის ამ განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

NEW: U.S. says, if direct flights between Russia and Georgia resume, companies at Georgian airports “could be at risk for sanctions.”

Now it’s not the time for any country to increase its engagement with Russia, @StateDeputySpox tells me pic.twitter.com/l3mB9LZ0Fq

— Alex Raufoglu (@ralakbar) May 11, 2023