სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სახლთან დღეს მისი შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახის კუთვნილი გაზეთი Айкакан жаманак იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად,გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაციის „შვილების ძახილიის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აიძულეს აშოტ ფაშინიანს მათ მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ მან მოახერხა გაჩერებული მანქანიდან გადასვლა, რის შემდეგაც აშოტს დაეჯახა იმავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი. აშოტ ფაშინიანს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები, ხოლო ორგანზაცია „შვილების ძახილიის“ წევრები კი ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წარმომადგენლებმა განაცხსადეს, გატაცების მცდელობა არ ყოფილა, მოხდა ხუბი, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის წევრებმა აშოტ ფაშინიანი სასამართლო შენობიდან გამოსვლისას დაინახეს.
სომხური მედიის ცნობით, ორგანიზაცია„შვილების ძახილი“ 2020 წლის, სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლებმა შექმნეს, ხოლო 8 მაისს ორგანიზაციამ მთავრობის გადადგომის კამპანიის დაწყება გამოაცხადა.