დასავლეთი არ ისვენებს, მისი აგენტურა მალე ყველა სამინისტროებსა და მთელს სახელმწიფო სამსახურებს მოედება!

როგორც ცხელი ზაფხული, ისე ცხელი შემოდგომა გველოდება! დასავლეთი არ ისვენებს, მისი აგენტურა მალე ყველა სამინისტროებსა და მთელს სახელმწიფო სამსახურებს მოედება!

ასეთი მომენტი და დრო ჩვენი აღარ მოგვეცემა – ყველა გასაღები ჩვეს ხელთ არის. ქართველი, დიახ, ეროვნული მამულიშვილების ხელთ არის, თუ როგორ მოიქცევით, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე!

მთელი კავკასია გამადიდებელი შუშით გვაკვირდება (პირველ რიგში – რ უ ს ე თ ი.) მზადაა, ყველა გონივრულ დათმობაზე, ყველა  ვაჟკაცურ ნაბიჯზე წამოვიდეს. რუსებმა კარგად დაინახეს, თუ რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი ერი და ხელისუფლება, რაც გამოიხატა იმ გადმოდგმულ ნაბიჯებში, რომელთა შედეგად მოხდა ავიარეისების აღდგენა და სავიზო რეჟიმის მოხსნა მოსკოვის მხრიდან! ეს მისასალმებელი და დასაფასებელია! ვფიქრობ და ვხედავ, რომ ეს დასაწყისია და წინ ბევრი დადებითი და კეთილგონიერი ნაბიჯი იქნება გადმოდგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

ყველა საღად ეროვნულად მოაზროვნეს სურს, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. აფხაზეთი და შიდა ქართლი – საქართველოა!

დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი კავკასიაში იმ უსაფრთხოების და ბუფერული ფარისა, რომ რუსებს ჩვენგან არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ!

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ვერტიკალი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების პირისპირ დასაჯდომად, რათა დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს და ყველა საჭირბოროტო საკითხი იქნას განხილული, ის კავშირები და ჩატეხილი ხიდები აღდგეს, რომლებიც ორ მოძმე და ერთმორუნე ერს ერთმანეთთან აკავშირებდა!

ყველა წინააღმდეგობის და სირთულის მიუხედავად, გარდაუვალია: ამერიკის და დასაველეთის პოლიტიკური ჰეგემონია კავკასიაში იწურება, მათი გემი იძირება და ვირთხებიც მალე გაიქცევიან!

 

ვასილ გოგალაძე