დმიტრი პესკოვის ადასტურებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ ორი თვით გახანგრძლივდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ადასტურებს ინფორმაციას, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ ორი თვით გახანგრძლივდა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, განაგრძოს ე.წ. შავი ზღვის შეთანხმება ორი თვის ვადით. მნიშვნელოვანი შედეგებია თურქეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უყრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა, გულისხმობს უყრაინული მარცვლეულის, საკვებისა და სასუქის ექსპორტს შავი ზღვის სამი პორტიდან, მათ შორის ოდესიდან. აღნიშნული შეთანხმება მარტის თვეში, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად, 60 დღით გახანგრძლივდა.