მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომი, საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ და თურმე მხოლოდ უყრაინის ომია ომი

მე მიკვირს ერთი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის, რატომ შეიძლება ერთ შემთხვევაში, სულ რაღაც 3-4 წლის წინ, ითხოვდე, რომ მოხსნას რუსეთმა სანქცია და შემდეგ ამ სანქციის მოხსნას ნეგატიურად აფასებდე. თან, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნარატივში გადგებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რუსეთმა ცალმხრივად დააწესა, შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად, ქართველები, ამერიკელები, ევროპელები, დიპლომატიური კორპუსი მთელი შემადგენლობით ითხოვდა და ვითხოვდით სანქციების მოხსნას. მოხსნეს ახლა სანქციები და ახლა ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ თურმე ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები. ეს წარმოუდგენელი ამბავია, შეუძლებელია ამაში სწორი ლოგიკა ვიპოვოთ და ამ სწორი ლოგიკის არ პოვნასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, რომელზე საუბარიც დღეს გამჭირდება და ამაზე თავს შევიკავებ. პოზიციის შეცვლა განაპირობა ომმაო. მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვითხოვდით სანქციების მოხსნას, მაშ შემდგე იყო ომიო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის ომი, საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ და თურმე მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთისა და პუტინის მიერ ნაწარმოები საოკუპაციო ომი ომი არ ყოფილა. არ შეიძლება ასეთი მსჯელობა. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე ძალიან გვეტკინა იყო 2008 წელს, რომლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა ეს ხალხი. ვიზები მოუხსნეს, სავიზო რეჟიმი გაუუქმეს რუსებს ცალმხრივად და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ლაპარაკობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.