ორგანიზაცია “ქართული იდეა”, თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, მიმართვას ავრცელებს:
საქართველოში და მის გარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს!
საქართველო შველას ითხოვს!
ქართველი ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე პარლამენტის დაკომპლექტების მიზნით „ქართული იდეა’’ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრაციაში და საქართველოში მცხოვრებ მამულიშვილებს გაძლევთ ისტორიულ შანსს, თავად გამოირჩიოთ ღირსეული კანდიდატები.
პარტიის ვებ-გვერდის პლატფორმაზე საკანდიდატო ბიულეტენის შევსებით (CV-სა და ფოტო სურათის წარმოდგენით) თქვენ შეგიძლიათ როგორც სიით ასევე მაჟორიტარად ამა თუ იმ ოლქში წარმოადგინოთ როგორც საკუთარი, ასევე თქვენი რჩეულის კანდიდატურა.
წარმოდგენილი კანდიდატების (სიითი, თუ მაჟორიტარის) შერჩევა და რიგითობა განისაზღვრება საერთო-სახალხო კენჭისყრის შედეგებით პარტიის ვებ-გვერდის პლატფორმაზე, ონლაინ რეჟიმის სპეციალიზირებული პროგრამით.
კანდიდატების ბიოგრაფიისა და კომპეტენციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მოხდება როგორც დიასპორაში, ასევე საქართველოს სამრევლოებში, მათთან უშუალო შეხვედრებით და ონლაინ-რეჟიმში ჩართულობით, რათა საერთო-სახალხო ჩართულობით განვსაზღვროთ მოქმედების სტრატეგია, მიზნები, ამოცანები და თანამშრომლობის რეგლამენტის წესები.
მოქმედების დროა!
ერი და ბერი გავერთიანდეთ საქართველოსთვის.
გაეცანით ჩვენს პლატფორმაზე საკანდიდატო ბიულეტენის შევსებას, პროგრამას, შემოგვიერთდით/გაწევრიანდით, გახდით შემომწირველი და დავიწყოთ პარლამენტით!
ჩვენი ზღაპრული სამშობლოს ინტერესებისათვის ბრძოლა თითოეული ქართველის ვალია!
„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,
უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ – ამინ!
პ.ს.
მიაქციეთ ყურადღება!
- გაეცნოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსს
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=59#! და ონლაინ კონტაქტზე მიიღეთ კონსულტაცია: - საზღვარგარეთ მცხოვრებლებმა საკანდიდატო თუ ამომრჩეველის სახით მონაწილეობის მისაღებად არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს 21-ე დღისა ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საქართველოს საკონსულო სამსახურში, რომლის საკონსულო ოლქშიც თქვენ იმყოფებით.
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/consulate
- ემიგრაციაში სხვა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად შექმენით საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 5 წევრისაგან და უპირველასად მოითხოვეთ საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე 7-ე პუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შექმნა.