ცრუ ღირებულებით და სტანდარტებით ცხოვრობთ ამდენი წელია, ნახევარი ჯორჯიელის ტვინი სამკურნალოა, მაგრამ თუ არ აღიარე დაავადება, როგორ მორჩები?!- დიტო ბიძინაშვილი

ბლოგერი დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ან მონებს ან სულელებს უხარიათ სხვა ქვეყნის სტრუქტურები რომ ერევა შენი ქვეყნის შიდა საქმიანობაში!
გამოძიებაში ფედერალები ჩაერთვებინო, არის ჟრიამული. ხო რას ამბობთ, აქამდე ხომ გამოიძიეს ყველაფერი ზუსტად – გამსახურდია, შარაძე და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

არადა ტვინგაყინულებს რომ კითხო, ყველგან რუსეთის ხელი ურევია. არადა ამაზე მეტი სატოპკე რა უნდოდათ იანკებს? ყველა ჯორჯიელის გულს მოიგებდნენ, მაგრამ სხვაგან მარხია ძაღლის თავი.

უი უი…. სულ დამავიწყდა, ეგენი არ იყვნენ მიშას ყველა სისხლიანი საქმეები რომ გააპრავეს? ეგენი არ იყვნენ რუსეთის ნომრიან აგენტები, რომ დიდი ზარზეიმით მიიღეს ამერიკაში და ინგლისში – რამოდენიმე მილიონიანი ვილებით და ქონებებით?არეული გაქვთ რამსები, ცრუ ღირებულებეზე და სტანდარტებზე ცხოვრობთ ამდენი წელია და ტყუილად სხვს ქვეყნებს ნუ ადებთ ხელს. გამოსავალი ჩვენ აზროვნებაშია – ნახევარი ჯორჯიელის ტვინი სამკურნალოა. მაგრამ თუ არ აღიარე დაავადება, როგორ მორჩები?

წყარო