“რუსოფობებო, ქართველო მედროვეებო, ჩვენში ხომ არაა პრობლემა რამე რუსეთთან ურთიერთობაში”

ბლოგერი, მიხეილ კეჭაყმაძე, ფეისბუქზე  პოსტს ავრცელებს: “რუსოფობებო, ქართველო მედროვეებო, ჩვენში ხომ არაა პრობლემა რამე რუსეთთან ურთიერთობაში”, რომელსაც  ასევე ბლოგერი მანანა ნარიმანოვნა შემდეგნაირად აკომენტარებს:

 

ჩვენშია!

1. 90 წლებიდან მოყოლებული, ყველა სიტყვიერი, წერილობითი და ხელშეკრულების ფორმით არსებული შეთახმება დაარღვია მხოლოდ ქართულმა მხარემ!

2, გადაჭარბებული ნაციონალიზმით, შოვინიზმით და არათანმიმდევრულობით დავანგრიეთ წლობით ნაშენები ურთიერთობები და საათივით აწყობილი ცხოვრება! ანტირუსული ისტერიით, შევფუთეთ დასავლური სიონისტური დემოკრატია და მოვსპეთ ყველაფერი ქართული!

3. რუსეთის მხრიდან, დიალოგის მრავალჯერადი შეთავაზების მიუხედავად, ერთელაც არ ყოფილა დიალოგზე წასვლის მცდელობა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან…

4. ოფიციალური რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად…ქართულმა მხარემ, რეგიონალურ უსაფრთოებასა და ევრო-ატლანტიკურ ალიანში სწრაფვას შორის არჩევანის გაკეთება და პოზიციის ღიად დაფიქსირება არ ისურვა! თუ არ ჩავთვლით, მათ მკაფიო განცხადებებს..არჩეული დასავლური კურსის ურყეობაზე…

5. ისტერიული და დამამცირებელი ეპითეტები რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის მისამართით + 2016 დაბლოკილი პრორუსული ,,ცენტრისტების,, პარტია და აწიოკებული სოროსელები!

წყარო