„ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს, ისინი გადასული არიან ერთმანეთთან ბრძოლაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაივიწყა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ გამოსაშვები და ახლა მხოლოდ ზრდილობის გამო ახსენებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს, ისინი გადასული არიან ერთმანეთთან ბრძოლაზე და ამ ერთმანეთთან ბრძოლას უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვას ან თუნდაც მოქმედ ხელისუფლებასთან ბრძოლას. მათ დაივიწყეს უკვე რომ სააკაშვილი გამოსაშვები ჰყავდათ რაც მათ დღის წესრიგში ჰქონდათ და ახლა მხოლოდ ზრდილობის გამო ახსენებენ მას, პოზიტიური დღის წესრიგი არასდროს ჰქონიათ და დღეს მით უმეტეს არანაირი პოზიტივი მათ განცხადებებში არ იგრძნობა“, – განაცხადა სუბარმა.