უყრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდური კომპანია CK Birla Group-ი ომის საერთაშორისო სპონსორების ჩამონათვალში შეიყვანა.
უწყების ინფორმაციით, CK Birla Group-ი და მისი შვილობილი კომპანია National Engineering Industries Limited-ი (NEI) ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპული და ამერიკული ნაწილების, კერძოდ კი საკისრების ჩანაცვლებაში.
„2020 წელს რუსეთში საკისრების იმპორტმა 419 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან 55% ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე მოდიოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპელმა და ამერიკელმა მწარმოებლებმა რუსული ბაზარი დატოვეს. საკისრების დეფიციტის გამო გაჩერდა რუსეთის მთავარი ტანკების მწარმოებელი ქარხნები – „ურალვაგონზავოდი“ და „ომსკტრანსმაში“. საწარმოო პროცესის აღდგენაში რუსეთს CK Birla Group-ი და მისი ბრენდი NBC Bearings-ი დაეხმარა“, – აცხადებენ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში.
კერძოდ, საბაჟო მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში NBC Bearings-ის წილმა ინდოეთიდან რუსეთში საკისრების იმპორტში 38,4% (12,3 მლნ დოლარი) შეადგინა.