სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
უფრო კონკრეტულად კი, „ყვარლის ტბის“ ტერიტორიასთან შეკრებილმა აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით – „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.